ჰარდენის კარიერის რეკორდი და ჰიუსტონის გამარჯვება მედისონ სქვერ გარდენში (ვიდეო)
ჰარდენის კარიერის რეკორდი და ჰიუსტონის გამარჯვება მედისონ სქვერ გარდენში (ვიდეო)

ჯეიმს ჰარდენი, მიმდინარე რეგულარული სეზონის MVP-ის ტიტულის მიღების მთავარი კანდიდატია. ჰიუსტონ როკეტსის ლიდერი პრაქტიკულად მარტო იგებს თამაშებს. დღეს, „მედისონ სქუერ გარდენში“ ნიუ იორკ ნიქსთან მოგებულ შეხვედრაში, ჰარდენმა პირადი რეკორდი დაამყარა. 29 წლის კალათბურთელმა 61 ქულა გააკეთა და დაძაბული მატჩის ბედი გადაწყვიტა. სტუმრებმა 114-110 გაიმარჯვეს. ჰარდენმა, საკუთარ კარიერაში 50 და მეტ ქულიანი მატჩი მეხუთედ ჩაატარა. როკეტსი დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და კიდევ უფრო წინსვლის საშუალება აქვს, მით უფრო, რომ ტეხასურ კლუბს, უახლოეს დღეებში, კრის პოლი დაუბრუნდება. მომდევნო ტურში ჰიუსტონელები აღმოსავლეთის ერთერთ ლიდერს, ტორონტო რეპტორზს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებენ.

უკანასკნელ წამებებზე გაირკვა გამარჯვებული ფილადელფია 76-ის და სან ანტონიო სფერსის დაპირისპირებაში. მასპინძლებმა წუთსა და 44 წამში 6 ქულა გააბათილეს. ანგარიშით 121-120-ზე ვილსონ ჩენდლერმა სტუმართა ლიდერ დემარ დე როუზენს შესანიშნავ სტილში დაუფარა, რასაც კორი ბრიუერის ორიდან ერთი ზუსტი საჯარიმო ტყორცნა მოჰყვა და ფილადელფიელებმა 122-120 მოიგეს. გამარჯვებულებს ჯოელ ემბიდმა ულიდერა. კამერუნელმა ცენტრმა 33 ქულა 19 მოხსნა მოიპოვა. სამმაგი დუბლი გააკეთა ბენ სიმონსმა. ავსტრალიელმა გამთამაშებელმა 21 ქულა, 15 შედეგიანი გადაცემა და 10 მოხსნა ჩაიწერა პირად აქტივში. ფილადელფია აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო ოთხეულშია. სან ანტონიომ კი დასავლეთში მეშვიდე ადგილზე ჩამოინაცვლა.