ჰანსი ფლიკი ვერ ხედავს გიუნდოგანში „ბარსელონასთვის“ მნიშვნელოვან ფეხბურთელს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი 2024-25 წლების სეზონში მნიშვნელოვნად შეამცირებს ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანის სათამაშო დროს.
გერმანელი ფეხბურთელი შარშან ზაფხულში შეუერთდა „ბარსელონას“ და გასულ სეზონში კატალონიური კლუბის ლიდერი გახდა შედეგიანი გადაცემების რაოდენობით (14). გიუნდოგანი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ნახევარმცველი იყო „ბარსელონაში“, რომელსაც პერიოდულად ტრავმების გამო აკლდებოდა პედრი, ფრენკი დე იონგი და გავი.
როგორც გამოცემა Diario Sport-ი წერს, ფლიკი აპირებს გიუნდოგანი მეორეხარისხოვან როლზე გადაიყვანოს. უახლოეს პერიოდში გერმანელი სპეციალისტი დაელაპარაკება ნახევარმცველს მისი მომავლის შესახებ. თუ გიუნდოგანი „ბარსელონას“ დატოვებას გადაწყვეტს, მას სხვა კლუბში გაუშვებენ, რაც კლუბს სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვაში დაეხმარება.