დებიუტი ახალი პუბლიკის წინაშე - ჩაკვეტაძეს მეტი დრო დაუთმეს, „ჰამბურგი“ მეორეზე დაწინაურდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგის“ საშინაო არენაზე სადებიუტო შეხვედრა ჩააატარა „ჰაიდენჰაიმთან“ მეორე ბუნდესლიგის მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრების შემტევის ახალმა გუნდმა 2:0 მოიგო.
22-ე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს პირველ შეხვედრასთან შედარებით მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა მეტი სათამაშო დრო მისცა – გიორგი მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო „ჰამბურგის“ სასარგებლოდ.
ჩაკვეტაძეს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია, მაგრამ აქტიურობდა და ცდილობდა გუნდს დახმარებოდა. 22 წლის ქართველმა შემტევმა ერთ-ერთ ეპიზოდში კი ზუსტად ის ეფექტური მოძრაობა გაიმეორა, რომელიც ყაზახეთთან ერთა ლიგის მატჩში მცველს გაუკეთა და გულშემატკივრები აღაფრთოვანა. ეს მეტყველებს, რომ ჩაკვეტაძე გუნდს და ახალ ლიგას გაუთამამდა.
საბოლოოდ, „ჰამბურგმა“ 2:0 მოიგო, 22 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, ლიდერ ბრემენის „ვერდერს“ კი მხოლოდ ქულით ჩამორჩება და ბუნდესლიგაში დაბრუნების რეალური კანდიდატია.
საბოლოოდ, „ჰამბურგმა“ 2:0 მოიგო, 22 ტურის შემდეგ 4ო ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, ლიდერ ბრემენსი „ვერდერს“ კი მხოლოდ ქულით ჩამორჩება და ბუნდესლიგაში დაბრუნების რეალური კანდიდატია.