ჰამბურგის ტურნირზე ბასილაშვილის პირველ მეტოქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ქართველი ავტომატურად გადავიდა მეოთხედფინალში #1TVSPORT
ჰამბურგის ტურნირზე ბასილაშვილის პირველ მეტოქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ქართველი ავტომატურად გადავიდა მეოთხედფინალში #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ კვირას ჰამბურგის ATP500 კატეგორიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მას ოთხშაბათს მერვედფინალური მატჩი ელოდა 20 წლის არგენტინელთან სებასტიან ბაესთან, რომელმაც წინა რაუნდში ფრანგი კორენტენ მუტე დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიგო მატჩი ATP-ის ტურნირების ძირითად ბადეში.

თუმცა, მუტესთან მატჩის შემდეგ, არგენტინელმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა და ტურნირს გამოეთიშა, რითაც ბასილაშვილი ავტომატურად გადავიდა მეოთხედფინალში. ამ ეტაპზე ქართველის მეტოქე სერბი ლასლო ჯერესა და ბრაზილიელი ტიაგო სეიბუტ უაილდის მატჩში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ორგზის ჩემპიონია.