„ჰამბურგის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძემ ინტენსიურად უნდა ითამაშოს #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგში“ გადასვლამ გერმანულ მედიაში დიდი ინტერესი გამოიწვია. გერმანულმა გამოცემა mopo-მ საქართველოს ნაკრების შემტევის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის.
„ეს ტრანსფერი ცოტა უცნაური იყო. გიორგი ჩაკვეტაძემ ახალ თანაგუნდელებთან ერთად ერთხელ ივარჯიშა და „მიდტიულანდთან“ წაგებულ (1-5) შეხვედრაში მეორე ტაიმში გამოჩნდა – ეს მისი პრეზენტაციიდან სულ რაღაც 17 საათის შემდეგ მოხდა. მძიმე ვითარება იყო ქართველისთვის რომელსაც, ბუნებრივია, სათამაშო პრაქტიკა აკლდა“, – წერს გერმანული გამოცემა.
ამავე დროს, mopo-მ „ჰამბურგის“ მწვრთნელის, ტიმ უოლტერის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ქართველის დადებით და უარყოფით მხარეებს აღნიშნავს.
„ის სათამაშოდაც მზადაა და სწავლაც სურს. ოღონდ, ჩაკვეტაძემ უფრო ინტენსიურად უნდა ითამაშოს“.
ახლა მთავარია, „ჰამბურგის“ ახალბედა შემტევმა კვირას „დარმშტადტთან“ მატჩში ითამაშოს.
„ჩაკვეტაძის გარდა შესაძლო შემცვლელი დავიდ კინსომბიც არის. 26 წლის ფეხბურთელმა გასულ კვირას ვარჯიში მუხლის პრობლემების გამო გამოტოვა, მაგრამ გუნდს სამშაბათს დაუბრუნდა. კიტელის ადგილისთვის ბრძოლა ნახევარდაცვაში დუელში გადაიქცევა. ჩაკვეტაძე თუ კინსომბი – ვინ გაიმარჯვებს რბოლაში? ამას მალე გადაწყვეტენ. უოლტერს ჯერ არ სურდა კარტების გახსნა“.