შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. „გეტებორგთან“ შეხვედრაში „ჰამარბის“ ფეხბურთელმა კენედი ბაკირჩიოღლუმ 29 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით შთამბეჭდავი გოლი გაიტანა, რის აღსანიშნავადაც ტრიბუნისკენ გაიქცა. ამ დროს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მისი მიმართულებით ლუდით სავსე პლასტმასის ჭიქა ისროლა. თავდამსხმელმა ჭიქა დაიჭირა და მასში დარჩენილი ლუდი დალია.
მატჩი „ჰამარბიმ“ 3-0 მოიგო. გუნდი შვედეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.