ჰალანდის ტრავმა სერიოზული არ არის და „ლივერპულის“ წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის, ერლინგ ჰალანდის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის შეძლებს უახლოეს უქმეებზე „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაშს.
23 წლის ფეხბურთელმა ფეხი დაიზიანა ნორვეგიისა და ფარერების ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში (2:0). ტრავმის გამო ის ვერ ითამაშებს შოტლანდიის წინააღმდეგ ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში, რომელიც დღეს, 19 ნოემბერს გაიმართება.
როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, ჰალანდის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ამიტომაც ის მზად იქნება „ლივერპულთან“ დაპირისპირებისთვის, რომელიც 25 ნოემბერს შედგება.
მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა ყველა ტურნირზე „სიტის“ რიგებში 18 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.