ჰალანდის პრემიერლიგიდან გასაგდებად, მილიონობით ადამიანმა პეტიციას მოაწერა ხელი - მიაჩნიათ, რომ ნორვეგიელი ფორვარდი რობოტია #1TVSPORT
ჰალანდის პრემიერლიგიდან გასაგდებად, მილიონობით ადამიანმა პეტიციას მოაწერა ხელი - მიაჩნიათ, რომ ნორვეგიელი ფორვარდი რობოტია #1TVSPORT

ერლინგ ჰალანდს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში თამაში უადვილდება – პრემიერლიგის რვა მატჩში მას 14 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა აქვს, ყველა ტურნირზე – 12 მატჩში 19 გოლი. ისე ჩანს, რომ ნორვეგიელის „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ყოფნა ნებისმიერ თამაშს ოდნავ არასამართლიანს ხდის. და გულშემატკივრებს სულ უფრო და უფრო უმძაფრდებათ ეჭვი, რომ ჰალანდი ადამიანი არ არის.

ინგლისში შექმნეს პეტიცია პარლამენტისა და მთავრობის მისამართით: თხოვნა მარტივია – გააძევეთ ფორვარდი პრემიერლიგიდან, რადგან „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში რობოტი თამაშობს.

ძალიან მალე პეტიციამ ორ მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, რის შემდეგ ის წაშალეს. არადა, პეტიცია რომ შენარჩუნებულიყო, კანონის მიხედვით ის ბრიტანეთი მთავრობაში უნდა განეხილათ.

საბოლოოდ, პეტიცია დეპუტატებამდე არ მისულა, სამაგიეროდ, მის შესახებ ჰკითხეს პეპ გვარდიოლას.

თავიდან „სიტის“ მწვრთნელმა კითხვა ვერ გაიგო, ცოტა ხანში კი ღიმილით წარმოთქვა: „კარგი ხუმრობაა“.