ჰალანდი პრემიერ ლიგაში აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინ ჰალანდი ინგლისის ჩემპიონატში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
22 წლის ნორვეგიელმა ფენომენალური სტატისტიკა აჩვენა – ცხრა გოლი და ერთი საგოლე გადაცემა (აგვისტოში ჩატარებულ ხუთ მატჩში).
მიმდინარე სეზონში კი ჰალანდმა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში ცხრაჯერ ითამაშა, გაიტანა 13 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელ ლეგიონერს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.