ჰალანდი ოქტომბრის მატჩებში ნორვეგიის ნაკრებს ვერ დაეხმარება #1TVSPORT

22:42, 04.10.2021

„დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი ვერ შეუერთდება ნორვეგიის ნაკრებს ოქტომბრის მატჩებისთვის. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Kicker-მა დაწერა. ნორვეგიელთა ეროვნული გუნდი 8 ოქტომბერს თურქეთის ნაკრებს შეხვდება, 11 ოქტომბერს კი მისი მეტოქე ჩერნოგორიის ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჰალანდი ტრავმირებულია და უკვე გამოტოვა „დორტმუნდის“ სამი შეხვედრა. 21 წლის ფეხბურთელი ვერ მოასწრებს ორი სანაკრებო მატჩისთვის აღდგენას.

მსგავსი