„დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი სრულად გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ და უკვე ცნობილია, როდის დაბრუნდება მოედანზე.
გერმანულ კლუბში იმედოვნებენ, რომ 20 წლის ნორვეგიელი 3 იანვარს, გერმანიის ჩემპიონატის მე-14 ტურში „ვოლფსბურგის“ წინააღდეგ მატჩში ითამაშებს.
„რეაბილიტაციმ ძალიან კარგად ჩაიარა. იმედია, ერლინგი შეძლებს „ვოლფსბურგთან” თამაშს“, – განაცხადა „ბილდთან“ კომენტარში „დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.
ჰალანდმა კუნთის ტრავმა მიიღო და დეკემბრის დასაწყისიდან გამოეთიშა თამაშს.
ამ სეზონში სკანდინავიელმა 14 მატჩში 17 გოლი გაიტანა.