„დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი „ლაციოს“ წინააღმდეგ. როგორც გერმანული კლუბის პრესსამსახური იტყობინება, ამის მიზეზი გახდა მუხლის ტრავმა.
ოფიციალურად ჯერ ცნობილი არ არის ნორვეგიელის მინდორზე დაბრუნების თარიღი, მაგრამ ESPN წერს, რომ ჰალანდი 2020 წლის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს.
2020-21 წლების სეზონში 20 წლის ჰალანდმა 14 მატჩში 17 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.