ჰაკიმი პსჟ-ს დატოვებას აპირებს - მას მესი და ნეიმარი არ ეკონტაქტებიან #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მაროკოელი მცველი აშრაფ ჰაკიმი ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას პარიზული კლუბის დატოვებას აპირებს, – იტყობინება გამოცემა RMC Sport.
აღნიშნავენ, რომ 23 წლის ფეხბურთელი დაიღალა კლუბში ცხოვრებით, რომელშიც მასთან არც ერთ ლათინოამერიკელს მოთამაშეს არ აქვს ურთიერთობა, მათ შორის, ლიონელ მესისა და ნეიმარს. ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ პსჟ-ის გასახდელი ორ ნაწილად არის გაყოფილი: ლათინოამერიკელები და ფრანგულად მოლაპარაკენი. ჰაკიმი იმითაც არის უკმაყოფილო, რომ არ შეუძლია სრულად საკუთარი ნიჭის გამოვლენა.
მაროკოელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისში ხუთი წლით გაააფორმა. მიმდინარე სეზონში მან 23 მატჩი ჩაატარა ლიგა 1-ში, სამი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.