ჰაკიმ ზიეში - ლამპარდს შემტევი ფეხბურთი უყვარს და სწორედ ეს მიზიდავს
ჰაკიმ ზიეში - ლამპარდს შემტევი ფეხბურთი უყვარს და სწორედ ეს მიზიდავს

ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელმა ჰაკიმ ზიეშმა, რომელიც სეზონის ბოლოს „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდება, ბრიტანულ გამოცემა „დეილი მეილთან“ ინტერვიუში თავის შთაბეჭდილებებსა და ლონდონელთა მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდზე ისაუბრა.

„რას ვგრძნობ „ჩელსიში“ გადასვლასთან დაკავშირებით? მგონია, რომ სწორად ვიქცევი, რადგან ეს არის დიდი კლუბი დიდი ამბიციებით. იქ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად საჩემო სიტუაციაა. ფრენკ ლამპარდის სახით „ჩელსის“ ჰყავს მწვრთნელი, რომელსაც შემტევი და ლამაზი ფეხბურთი მოსწონს. მეც სწორედ ასეთი ფეხბურთი მიყვარს“, – ამბობს ზიეში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 27 წლის მაროკოელის ტრანსფერი „ჩელსის“ 40 მილიონი ევრო დაუჯდება.