ჰაინკესმა „ბაიერნში“ დარჩენა არ გამორიცხა
ჰაინკესმა „ბაიერნში“ დარჩენა არ გამორიცხა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს იუპ ჰაინკესს პრესკონფერენციაზე თხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ჭორზე – თითქოს მისი მემკვიდრე რეკორდმაისტერში თომას ტუხელი გახდება. ბავარიელთა დამრიგებლის პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდა.

„შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი გადაწყვეტილი არ არის. არასოდეს მითქვამს, რომ კარიერას 30 ივნისს დავასრულებ. თქვენ ჩემგან ასეთი რამ მოისმინეთ? არა? ხომ ხედავთ”, – განაცხადა ჰაინკესმა.

ჰაინკესმა კარიერა 2013 წელს დაასრულა, მაგრამ 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში დათანხმდა კარლო ანჩელოტის შეცვლას.

ჰაინკესის შემცვლელად „ბაიერნში“ განიხილავენ: თომას ტუხელს, კრისტიან შტრაიხს, იოახიმ ლიოვს, იურგენ კლოპს, იულიან ნაგელმანსა და ნიკო კოვაჩს.