ჰაბიბს ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაკგრეგორს - ექვსთვიანი
ჰაბიბს ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაკგრეგორს - ექვსთვიანი

ნევადას შტატის ათლეტურმა კომისიამ განიხილა ჩხუბის საქმე UFC 229-ის ტურნირის დროს, რომელიც 2018 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა.

UFC-ის ჩემპიონი მჩატე წონაში ჰაბიბ ნურმაგომედოვი 500 ათასი დოლარით დააჯარიმეს და ცხრა თვით ჩამოაშორეს ბრძოლებს. რუსის მეტოქემ კონორ მაკგრეგორმა 50 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა მიიღო და ექვსი თვე ვერ შეძლებს ოქტაგონზე გასვლას.

გარდა ამისა, ჰაბიბის ძმამ აბუბაქარმა და სპარინგ-პარტნიორმა ზუბაირ ტუჰუგოვმა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს – თითოეულს ჯარიმად 25 ათასი დოლარი ოდენობით დაეკისრა.

დისკვალიფიკაციის ათვლა 6 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ექვს ოქტომბერს, ჰაბიბ ნურმაგომედოვმა მჩატე წონაში UFC-ის ტიტული დაიცვა, როცა მაკგრეგორი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ, რუსი ოქტაგონის ბარიერს გადაახტა და ჩხუბი მაკგრეგორის გუნდის წევრებთან წამოიწყო.