გვილიას ყაზახეთსა და მოლდოვაში იწვევენ - ქართველ „ლუცერნის“ დატოვება არ სურს
გვილიას ყაზახეთსა და მოლდოვაში იწვევენ - ქართველ „ლუცერნის“ დატოვება არ სურს

ვაკო გვილიამ, შესაძლოა, კარიერა ყაზახეთში გააგრძელოს – საქართველოს ნაკრებისა და „ლუცერნის“ ფეხბურთელზე ამ ინფორმაციას ყაზახური გამოცემა Prosports.kz. ავრცელებს.

ყაზახური გამოცემის ცნობით, 24 წლის ქართველ ნახევარმცვლს, რომელსაც კლუბში პრობლემები შეექმნა, სხვა ვარიანტებიც გააჩნია. გვილიას გადაბირება კოსტანაის „ტობოლის“ გარდა, ტირასპოლის „შერიფსაც“ სურს.

შეგახსენებთ, რომ „ტობოლში“ უკვე ორი ქართველი ირიცხება – ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკესკირი და გუნდის ლიდერები არიან.

prosports.kz ამტკიცებს, რომ ამ მიწვევების მიუხედავად, გვილიას „ლუცერნის“ დატოვება არ სურს. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიული კლუბის ხელმძღვანელობამ გვილია გააკრიტიკა. „ლუცერნის“ სპორტულმა დირექტორმა რემო მეიერმა თქვა, რომ ვაკო გვილია გაზაფხულზე მიღებული ტრამვის შემდეგ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა და რომ ახალი მწვრთნელი სხვა ფეხბურთელებს ენდობოდა. თავად „ლუცერნის“ მწვრთნელმა რენე ვეილერმა კი განაცხადა, რომ ვაკო მათ სტილს ვერ ერგება.