გვილიას „რაკოვისთვის“ ევროსეზონი დასრულდა - „სლავიამ“ ჯგუფის საგზური ბოლო წამებზე მოიპოვა #1TVSPORT
ვაკო გვილიას ჩესტოხოვას „რაკოვმა“ კონფერენცლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი პრაღაში „სლავიასთან“ 0:2 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.
ვაკო გვილია „რაკოვის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი ორჯერ შეეცადა გამწვავებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ყველაზე რეალური მომენტი 29-ე წუთზე შექმნა, როდესაც საჯარიმოს სიახლოვიდან კარში დაარტყა, მაგრამ ხელი თანაგუნდელმა შეუშალა და დარტყმა დაბლოკა.
„რაკოვმა“ სახლში 1:0 მოიგო და ჩეხეთს მცირე უპირატესობით ესტუმრა. მაგრამ ეს სხვაობა 62-ე წუთზე თავდამსხმელმა მოზეს უსორმა ზუსტი დარტყმით გააბათილა. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და თამაში დამატებულ დროში გადავიდა.
საბოლოოდ, მიზანს პრაღის „სლავიამ“ მიაღწია – დამატებული დროის ბოლო წამებზე (120-ე წუთი) პრაღელების თავდამსხმელმა ივან შრანცმა ზუსტად დაარტყა და „სლავიას“ ორი მატჩის ჯამში (1:2, 2:0) გამარჯვება და კონფერენს ლიგის ჯგუფის საგზური მოუტანა.