გვილიას გუნდმა მოიგო, კაჭარავა მოედანს აპრილში დაუბრუნდება [ვიდეო] #1TVSPORT
გვილიას გუნდმა მოიგო, კაჭარავა მოედანს აპრილში დაუბრუნდება [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო გვილიამ და ვარშავის „ლეგიამ“ პოლონეთის ექსტრაკლასას მორიგი შეხვედრა გამართეს და დაძაბული მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

პოლონეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ლეგიამ“ „სტადიონ მაევსკიზეპოზნანისვარტას“ უმასპინძლა და მეტოქის წინააღმდეგობის მიუხედავად, 3:2 გაიმარჯვა. ვაკო გვილია ვარშაველთა სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 55-ე წუთზე გამოჩნდა.

პლოცკისვისლამ“ შინ მხოლოდ ქულა მოიპოვა „რაკუვთან“ – 2:2. გიორგი მერებაშვილი განაცხადშიც არ ყოფილა. არადა, მეორე წრისთვის სეზონისთვის ემზადებოდა.

ნიკა კაჭარავა პოზნანისლეხს“ ჯერ კიდევ ვერ ეხმარება – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შემოდგომაზე ევროპის ლიგის მატჩში ლისაბონის „ბენფიკასთან“ მძიმედ დაშავდა და ჯერ კიდევ მკურნალობს. გამოცემა kkslech-ის ცნობით, 26 წლის თავდამსხმელი რეაბილიტაციას ასრულებს და მოედანს, სავარაუდოდ, აპრილში დაუბრუნდება.

კაჭარავას თანაგუნდელი და „ჯვაროსნების“ კიდევ ერთი წევრი, ნიკა კვეკვესკირი კი ემზადება „პიასტთან“ მატჩისთვის, რომელიც 14 მარტს გაიმართება.