გვილიამ სეზონი გოლით გახსნა - ვაკო „რაკუვის“ პირველი გოლის ავტორია [ვიდეო] #1TVSPORT
გვილიამ სეზონი გოლით გახსნა - ვაკო „რაკუვის“ პირველი გოლის ავტორია [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო გვილიამ სეზონი წარმატებულად დაიწყო და ჩესტოხოვას „რაკუვის“ პირველივე საკონტროლო შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა, რაც გუნდისთვის სეზონში პირველი გოლი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა, ჩესტოხოვას „რაკუვმა“ სეზონისთვის მზადება ადრიანად დაიწყო – პოლონეთის ვიცე-ჩემპიონმა პირველი საკონტროლო შეხვედრა ოსტროდაში გამართა, სადაც გუნდი შეკრებას ატარებს.

„რაკუვს“ სპარინგში ასევე პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდი, გდანსკის „ლეხია“ დაუპირისპირდა. ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდის პირველ საკონტროლო თამაშში გვილია „რაკუვის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში სწრაფად გახსნა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოსთან ახლოს მე-13 წუთზე მიიღო და ზუსტი დარტყმით „ლეხიას“ კარი აიღო.

 

მეორე ტაიმში გვილია შეცვალეს. გუნდებმა კი 120 წუთი ითამაშეს. საქმე ისაა, რომ „რაკუვს“ და გდანსკის „ლეხიას“ მწვრთნელებს ყველა ფეხბურთელის თამაში სურდათ და 60 წუთიანი ტაიმები ითამაშეს.