ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა. ექსტრაკლასას 29-ე ტურში საქართველოს ნაკრების ლეგიასთან ბრწყინვალე თამაში დაუფასდა.
გურნიკი ვარშავის ლეგიასთან ზაბჟეში საშინაო მატჩში 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა ლეგიონერმა საგოლე პასი გააკეთა და ზოგადად, მასპინძელთაგან საუკეთესო იყო.
ვაკო გვილია მეხუთე ქართველი ლეგიონერია, რომელიც ბოლო ტურებში სიმბოლურში მოხვდა.