გვილია ლიგამ და ტელეარხმა აღიარა - ვარშაველთა ლეგიონერი ტურის საუკეთესო ფეხბურთელია
გვილია ლიგამ და ტელეარხმა აღიარა - ვარშაველთა ლეგიონერი ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის „ლეგიას“ შემტევი ნახევარმცველი ვალერიან გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

საუკეთესო 11 მოთამაშე პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაასახელა. ქართველის წვლილზე ექსტრაკლასას გევრდზე მოკლედ წერია – „31-ე ტურში „ლეგიაში“ ტომაშ პეხტარტის და ვალერიან გვილიას დუეტი მართლაც შესანიშნავი იყო“.

ექსტრაკლასას სატელევიზიო პარტნიორმა „Canal+Sport“-მა კი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 31-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა..

პოლონეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრაში ვარშავის „ლეგიასა“ და ვროცლავის „შლასკს“ შორის ვაკო გვილია საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „ლეგიამ“ პოლონეთის ჩემპიონატის (ექსტრაკლასა) საჩემპიონო ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა 2:0 მოიგო და ორივე გოლი ვაკო გვილიამ გაიტანა.

საინტერესო ფაქტია – საქართველოს ნაკრებში გვილია საყრდენი ნახევარმცველია, ვარშავის „ლეგიაში“ კი ამპლუა შეუცვალეს და შემტევი ნახევარმცველის როლში თამაშობს.

დატოვე კომენტარი