გველესიანმა სეზონი დუბლით დაასრულა - ქართველის გუნდი თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
გიორგი გველესიანი ირანის თასის გამარჯვებულია და სეზონი დუბლით (ჩემპიონობა + თასი) დაასრულა. ფინალში ქართველის გუნდი „ესტეგლალს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
ირანის (ჰაზფი) თასის ფინალს 100 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, ტრიბუნაზე იყო საპატიო სტუმარიც – ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, რომელიც ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა.
„პერსეპოლისი“ ტორაბის გოლით 30-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ მისმა მეტოქემ 90+11-ე წუთზე მორადმანდის გოლით თამაში დამატებულ დროში გადაიყვანა. ქართველის გუნდს გამარჯვება 110-ე წუთზე ალიშაჰმა მოუტანა – 2:1.
გიორგი გველესიანმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ მის მიერ იყო წამოწყებული.