მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ იუვენტუსი ჩაიბაროს. ამის შესახებ სანდო წყაროზე დაყრდნობით დაწერა ჟურნალისტმა ლუიჯი გუელპამ.
„გვარდიოლას გააჩნია შეთანხმება იუვენტუსთან. მე უკვე ვილაპარაკე ამის შესახებ, ახლა კი შემიძლია ამ ინფორმაციის დადასტურება. გარდა ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ ტურინული კლუბი ამზადებს წინადადებას ნაპოლისთვის კალიდუ კულიბალის თაობაზე“, – განაცხადა გუელპამ რადიო სი-არ-სის (Radio CRC) ეთერში.
აღვნიშნავთ, რომ გვარდიოლას მოქმედი კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ადრე მსგავსი ინფორმაცია ერთხელ უკვე გავრცელდა და ის უარყვეს, თუმცა მხოლოდ არაოფიციალურად.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ იტყობინებოდნენ, რომ იუვენტუსის ამჟამინდელი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი ამ სეზონის შემდეგ აპირებს ტურინული კლუბის დატოვებას.