„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ძმამ, პერემ კატალონიელი სპეციალისტის გეგმებზე ილაპარაკა:
„ბრაზილიამ ყველა თავისი ტიტული ადგილობრივ მწვრთნელებთან ერთად მოიპოვა, – უპასუხა პერე გვარდიოლამ შეკითხვას იმის შესახებ, რომ მისმა ძმამ შესაძლოა, ბრაზილიის ეროვნული გუნდი ჩაიბაროს. – თუ თქვენ გყავთ საკუთარი კარგი მწვრთნელები, აუცილებელი არ არის უცხოელის მიწვევა. პეპი ოცნებობს ერთხელ სათავეში ჩაუდგეს ნაკრებს, მაგრამ უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ წინადადებას მიიღებს. დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში“.
გვარდიოლას კარიერაში სამ კლუბში უმუშავია – „ბარსელონაში“, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტიში“.