გვარდიოლას აზრით, მის მუშაობას ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლით შეაფასებენ
გვარდიოლას აზრით, მის მუშაობას ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლით შეაფასებენ

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ყურადღება გაამახვილა მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაზე, იტყობინება გამოცემა „სანი“. 48 წლის ესპანელი სპეციალისტი „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლის თებერვლიდან თავკაცობს. 2018-2019 წლის სეზონზე მისმა კლუბმა ინგლისის თასი, საფეხბურთო ლიგის თასი და პრემიერ ლიგა მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალში „ტოტენჰემთან“ დამარცხდა.

„ჩემს მუშაობას ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლით შეაფასებენ. მომავალ სეზონში ჩვენ თუ თასს არ მოვიგებთ, ეს იქნება არადამაკმაყოფილებელი შედეგი. „ბარსელონასთან“ ერთად გამიმართლა და ოთხ წელიწადში ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ამჯერად ტიტულის მოგება „სიტისთან“ ერთადაა აუცილებელი. კონკურენცია ლიგაზე ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის“, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს „სანი“.