პრემიერლიგის 36-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „ბორნმუთი“ დაამარცხა, რითაც მასპინძელთა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ახალი რეკორდი დაამყარა. როგორც ირკვევა, ესპანელი სპეციალისტისთვის ეს იყო 111-ე მოგება პრემიერლიგაში ჩატარებულ პირველ 150 მატჩში და ამ შედეგით მან გადაასწრო ჟოზე მოურინიოს, იურგენ კლოპს, ალექს ფერგიუსონსა და კენი დალგლიშს.
რაც შეეხება თავად მატჩს, რომელიც 2-1 დასრულდა, მანჩესტერელთაგან გოლები გაიტანეს დავიდ სილვამ და გაბრიელ ჟეზუსმა.