გვარდიოლამ მთელი თავისი პრემია „მანჩესტერ სიტის“ თანამშრომლებს გაუნაწილა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ წარმატებული სეზონის გამო მიღებული პრემია სრულად გაუნაწილა კლუბის პერსონალს (ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და დაცვის სამსახურის წევრების ჩათვლით), – იუწყება Daily Mail-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, თანხა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა კლუბის თანამშრომლებს დაურიგა, 750 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
გვარდიოლამ და მისმა შეგირდებმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს – „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.