გვარდიოლამ მესი და ჰალანდი შეადარა - ესპანელმა არ დააყენა ნორვეგიელი ლეგენდის გვერდით #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაასახელა განსხვავება ერლინგ ჰალანდისა და ლიონელ მესის თამაშს შორის.
ესპანელ სპეციალისტს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ამ ორი ფეხბურთელის ერთმანეთის გვერდით დაყენება.
„განსხვავება ის არის, რომ, შესაძლოა, ერლინგს სჭირდება ყველა პარტნიორი იმისთვის, რომ ყველა მატჩში გაიტანოს. და ეს დაუჯერებელია.
მესის კი ამის გაკეთება თავად შეეძლო“, – განაცხადა გვარდიოლამ beIN Sports-ის ეთერში.
მიმდინარე სეზონში ნორვეგიელ ფორვარდს პრემირლიგის რვა მატჩში 14 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა აქვს.