„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გამოაცხადა, რომ კლუბმა ვერ შეძლო ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება ფორვარდ ლეროი სანესთან. 24 წლის გერმანელთან ინგლისელთა ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
„ლეროიმ უარი თქვა ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ეს ყველამ იცის. თუ მის მსურველ კლუბს შევუთანხმდებით, სანე უკვე ამ სეზონის შემდეგ დატოვებს გუნდს. თუ არა, მაშინ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ წავა. „მანჩესტერ სიტი“ სთავაზობდა მას კონტრაქტის გაგრძელებას, თანაც არა ერთხელ, მაგრამ უარი განაცხადა.
ჩვენ ფეხბურთელებს წინადადებით მივმართავთ მაშინ, როცა გვინდა მათი შემადგენლობაში შენარჩუნება. ლეროის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ჩვენ გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც კლუბში თამაშის სურვილი გააჩნიათ და დასახულ მიზნებს აღწევენ. სანე – კარგი ბიჭია, მე ის ძალიან მომწონს. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მას ახალი თავგადასავალი უნდა,“ – განაცხადა გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურ „ტვიტერში“.
ელოდებიან, რომ სანე კარიერას გააგრძელებს „ბაიერნში“.