„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვრდიოლამ კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონი ევრო გაიღო. წყაროს ინფორმაციით, 49 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ეს თანხა იმ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა, რომელსაც საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ადვოკატების კოლეგია უძღვება. გამოყოფილი თანხა კატალონიის საავადმყოფოების შესაბამის აღჭურვაში დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, 2020 წლის მარტში კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამ ინფექციით გამოწვეული დაავადება პანდემიად გამოაცხადა.