გვარდიოლამ ისკოს ტრანსფერი პრიორიტეტად გამოაცხადა
გვარდიოლამ ისკოს ტრანსფერი პრიორიტეტად გამოაცხადა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო შესაძლოა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს სათამაშოდ.

როგორც ესპანური გაზეთი „ასი“ (AS) წერს, მანჩესტერელთა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ ესპანელის ტრანსფერი პრიორიტეტად გამოაცხადა მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ფეხბურთელის აგენტთან და მასთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს.

იტყობინებიან, რომ „რეალი“ ისკოს 100 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ დათმობს.

ესპანელის მოქმედი ხელშეკრულება „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია – 700 მილიონი ევრო. წლევანდელ სეზონში ისკო ყოველთვის ვერ ხვდება „რეალის“ შემადგენლობაში. პრიმერას 11 მატჩში მის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემაა.