გვარდიოლა - რონალდო ნამდვილი მონსტრი იყო, მაგრამ მესი - მონსტრის მამა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გაუკეთა 2024 წლის „ოქროს ბურთის“ შედეგებს და გაიხსენა ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდებოდნენ ამ პრიზის მფლობელები. არგენტინელი რვაჯერ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი, პორტუგალიელი – ხუთჯერ.
„არავის შეეძლო მესის დამარცხება. მხოლოდ კრიშტიანოს. რონალდო ნამდვილი მონსტრი იყო, მესი – მონსტრის მამა. ორივემ დაუჯერებელ წარმატებებს მიაღწია ბოლო 15-20 წელიწადში.
თქვენ იცით, რომ კრიშტიანოსა და მესის ეპოქა დაუჯერებელი იყო. ისინი სხვა დონეზე თამაშობდნენ და მათ დამსახურებულად გაინაწილეს პრიზი. ახლა სხვა ეპოქა დადგა, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია „ოქროს ბურთის“ მოგება“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები გამოცემა Sportbible-ს.