გვარდიოლა - მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები ბარსელონას მაგონებენ
გვარდიოლა - მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები ბარსელონას მაგონებენ

პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები ისევე არიან გამარჯვებაზე „დაგეშილები“, როგორიც ბარსელონას მოთამაშეები იყვნენ მისი მწვრთნელობის დროს.

პრემიერ-ლიგის ბოლო ტურში სიტიმ ლონდონის ჩელსი ანგარიშით 6-0 გაანადგურა, ესპანელ სპეციალისტს კი შანსი გაუჩნდა, პირველი მწვრთნელი გახდეს 2009 წლის შემდეგ, რომელმაც პრემიერ-ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.

„ჩემი ფეხბურთელები ისევე არიან მოგებაზე „დაგეშილები“, როგორც ეს წლების წინ ბარსელონაში ხდებოდა“, – ამბობს გვარდიოლა, რომლის ხელმძღვანელობითაც ბარსელონა სამჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო.