გვარდიოლა კიდევ ერთი სეზონი დარჩება „სიტიში“, შემდეგ ნაკრებს ჩაიბარებს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიში“ მიაჩნიათ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, რომლის მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში, კლუბში კიდევ ერთი სეზონი დარჩება, რის შემდეგაც შეუდგება ერთ-ერთი ნაკრების მომზადებას მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატისთვის. ამის შესახებ დაწერა გამოცემა The Athletic-მა.
წყაროს ცნობით, კატალონელი სპეციალისტის გაფორმებით ძალიან არის დაინტერესებული ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაცია.
აღნიშნავენ იმას, რომ 53 წლის გვარდიოლა თავის მომავალზე ჩამოყალიბდება იქამდე, სანამ „მანჩესტერ სიტის“ მიმართ გამოიტანენ სასამართლო გადაწყვეტილებას პრემიერლიგის ფინანსური წესების 115 დარღვევაზე. სავარაუდოდ, „სიტის“ შესაძლო დასჯის შემთხვევაში გვარდიოლა მაინც გააგრძელებს კონტრაქტს კლუბთან.