ინგლისის ლიგის მენეჯერთა ასოციაციამ „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა წლის მწვრთნელად დაასახელა, – იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი. პრიზი სერ ალექს ფერგიუსონის სახელს ატარებს.
„დიდი სიხარულია ამ ჯილდოს მეორედ მიღება, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports. – ეს შესაძლებელია მწვრთნელისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროფესიონალებით არის გარშემორტყმული. დიდებული მოთამაშეები მყავს, მათი თავდადება და პროფესიონალიზმი ეჭვგარეშეა.
ეს იყო ყველაზე რთული სეზონი ჩემს კარიერაში. ჩემი თანაშემწეები მხოლოდ ქებას იმსახურებენ. ძალიან გამიმართლა, რომ გუნდში მყავს ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ „მანჩესტერ სიტისთვის“.
პრემიერლიგის 2020-21 წლების სეზონი გვარდიოლას შეგირდებმა დამაჯერებლად მოიგეს და მეორეადგილოსან „იუნაიტედს“ 12 ქულით გაასწრეს.