გვარდიოლა - ეროვნულ ნაკრებში თამაში სიხარულს უნდა განიჭებდეს #1TVSPORT
გვარდიოლა - ეროვნულ ნაკრებში თამაში სიხარულს უნდა განიჭებდეს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ სანაკრებო პაუზების შესახებ ისაუბრა.

„„Სიტის“ ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ეროვნული ნაკრების თამაშებზე გაემგზავრონ. ეს ბუნებრივად უნდა ანიჭებდეთ სიხარულს. თუმცა ამხანაგური მატჩების დროს ტრავმირებული ფეხბურთელები ხშირად გვიბრუნდებიან.

თანხას კლუბები იხდიან. შესაბამისად, კლუბების ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს და ნაკლებად მნიშვნელოვან თამაშებში ტრავმები მაქსიმალურად ავირიდოთ“, – ამბობს „ქალაქელების“ მთავარი მწვრთნელი.