გვარდიოლა - დასანანია, რომ დავიდ სილვა თავის ბოლო მატჩებს ცარიელ ტრიბუნებთან ჩაატარებს
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ დავიდ სილვა გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
„დიახ, დავიდი მხოლოდ სეზონის ბოლომდე დარჩება, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal. – ის თავის უკანაკნელ მატჩებს მაყურებლების გარეშე, ცარიელ ტრიბუნებთან გამართავს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კლუბი მოახერხებს, სილვა სათანადო პატივით და გულშემატკივრებთან ერთად გააცილოს“, – ამბობს მანჩესტერული კლუბის მთავარი მწვრთნელი.