„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა და „ლივერპულის“ დამრიგებელი იურგენ კლოპი ინგლისური საფეხბურთო ლიგების (LMA) მწვრთნელთა ასოციაციის დიდების დარბაზში შეიყვანეს – იტყობინება ორგანიზაციის ვებ-გვერდი. ისინი გამორჩეულები არიან მათი სამწვრთნელო მიღწევების გამო.
საზეიმო ცერემონიალი მანჩესტერში გაიმართა. ჯილდოების სახით გვარდიოლას და კლოპს ხელნაკეთი ვერცხლის სინები გადასცეს მათივე კოლეგებმა-ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა და მანჩესტერის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა.