„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გაუკეთა იტალიის ჩემპიონატის შეჩერებას, აგრეთვე საკუთარი აზრი გამოთქვა მატჩების ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარებაზე.
„კარგად გვესმის სიტუაცია – სერია A შეჩერებულია, მომდევნო ორი კვირა ლა ლიგაში მაყურებლების გარეშე ითამაშებენ და როგორც ჩანს, ასევე მოხდება პრემიერლიგაში.
მაგრამ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რამდენად დასაშვებია ფეხბურთი მაყურებლის გარეშე? თუ მატჩებს არავინ უყურებს, მაშინ რაში მდგომარეობს აზრი? არ მინდა ჩემპიონთა ლიგაზე, პრემიერლიგაში, თასებზე მაყურებლების გარეშე თამაში. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტრუქციებს, მაგრამ აქ ხალხის გამო ვართ. შეიძლება ფანების გარეშე ერთი-ორი მატჩი ჩაატარო, მაგრამ უფრო მეტი არა.
ჩვენ ამ ყველაფერს ხალხისთვის ვაკეთებთ, მე არ მინდა გულშემატკივრების გარეშე თამაში. თუმცა, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.