გვარდიოლა - „ბარსელონაში“ ყველა რაღაც განსაკუთრებულს ხედავს, მაგრამ იქ ყოველდღიური პატარა ომებია და ჯობს, არ ჩაერიო #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ „ბარსელონას“ შესახებ ილაპარაკა.
„ჩემი აზრით, „ბარსელონამ“ არ უნდა შეცვალოს თავისი მოდელი. გვერდიდან ყველა ხედავს მას, როგორც რაღაც განსაკუთრებულს. ამ კლუბს გააჩნია ქარიზმა და განსაკუთრებული ატმოსფერო. ნუთუ შესაძლებელია უფრო მაღალი შეფასების მიღება?! ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც.
ეს ყველა ჩვენგანის თავს ხდებოდა. აქ დარტყმები მოდის ყველა მხიდან და ყოველდღე. მაგრამ ყველაზე მტკივნეული დარტყმები შიგნიდანაა. „ბარსელონაში“ ყოველდღიურად ხდება პატარა შინაგანი ომები. ბოლოს და ბოლოს იმ აზრამდე მიდიხარ, რომ ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა გააჩნია – დაარწმუნო შენი მოთამაშეები შენს იდეაში და იმაში, რა უნდა აკეთონ.
რაც შეეხება დანარჩენს. უმჯობესია, არ ჩაერიო, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანო. ყოველდღიური დაღლილობა „ბარსელონას“ გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლისას დიდ ხიფათს წარმოადგენს. ზიზღი იმის მიმართ, რასაც აკეთებ, მუდმივია და საბოლოოდ ეს შენზე აისახება“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები ინტერნეტგამოცემა Goal-ს.