გვარდიოლა ბარსელონაში 2017 წელს მომხდარ ტერაქტზე - ესპანეთის მთავრობა, გვინდა, ვიცოდეთ სიმართლე, რამდენი ხანი უნდა ვიცადოთ? #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ესპანეთის მთავრობას ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შესახებ ანგარიშის ჩაბარებისკენ მოუწოდა.
„კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს, რომ ზუსტად გავიგოთ, რა მოხდა 17 აგვისტოს? ესპანეთის მთავრობა, ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ სიმართლე. თქვენ აქ ამისთვის ხართ.
სირცხვილი – აი, რას ვგრძნობ მე.
ყველა დაზარალებულსა და მათ ნათესავებს, მინდა, ვუთხრა: დღე არ გავა, თქვენზე რომ არ ვიფიქრო“, – დაწერა სოციალურ ქსელში გვარდიოლამ.
2017 წლის 17 აგვისტოს 22 წლის იუნეს აბუიაკუბა ერთ-ერთ ქუჩაზე Fiat Talento-თი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 100-მა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. იმავე დღეს ალკანარის მუნიციპალიტეტში ორი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაუღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა. ქალაქ კამბრილსში ტერორისტების ჯგუფი ავტომობილით ხალხს დაეჯახა, რის გამოც ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაზარალდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.