გვარდიოლა „ბარსელონას“ პრეზიდენტს რჩევას აძლევს - ნუ ლაპარაკობთ ძალიან ხმამაღლა
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა „ბარსელონას“ პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს პასუხობს.
„თუ მათ უხარიათ ჩვენი დისკვალიფიკაცია, ეს მათი საქმეა. ისე კი, ძალიან ხმამაღმა ნუ ილაპარაკებენ. ეს ჩემი რჩევაა, რადგან გარკვეულ სიტუაციებში გარეულნი ყველანი ვართ“, – ამბობს გვარდიოლა.
შეგახსენებთ, რომ ბარტომეუმ რამდენიმე დღის წინ მხარი დაუჭირა უეფას გადაწყვეტილებას მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან ორი წლით მოკვეთის თაობაზე.
სიტის მთავარმა მწვრთნელმა ასევე განაცხადა, რომ 100 პროცენტით გუნდში რჩება და იმედი აქვს, რომ საბოლოოდ სიმართლე გაიმარჯვებს.