გვარდიოლა - არტეტას კარგად ვიცნობ, „არსენალი“ ბოლომდე იბრძოლებს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „არსენალთან“ კონკურენციაზე ისაუბრა.
„მიკელ არტეტას კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ „არსენალი“ დანებებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს. თუ ათი ქულით გავასწრებთ, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ დღეს „არსენალს“ ორი ქულით ჩამოვრჩებით და პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ „არსენალის“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობა არაფერს ნიშნავს და ქულების დაკარგვისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები. თუ ამას გავაცნობიერებთ, ნაკლები საფრთხე იქნება, რომ ქულები დავკარგოთ“, – განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში თავისი მთავარი კონკურენტი „არსენალი“ დიდი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს „არსენალი“ 75 ქულით ლიდერობს, გვარდიოლას შეგირდები 73 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა კონკურენტზე ორი მატჩით ნაკლები ჩაატარეს, „ნიუკასლს“ კი 62 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.