„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ახლოს არის ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებასთან, – დაწერა გაზეთმა „ტელეგრაფმა“.
წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი, დიდი ალბათობით, „სიტიში“ დარჩება.
გვარდიოლას მოქმედი კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ესპანელი მეხუთე სეზონს ატარებს „მანჩესტერ სიტიში“. მისი ხელძღვანელობით, გუნდი ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ერთხელ მოიგო ქვეყნის თასი.