მექსიკური გუნდის „გვადალახარას“ მეკარემ, ხოსე როდრიგესმა საოცარი გოლი გაიტანა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.
მექსიკის ჩემპიონატში „გვადალახარა“ „ვერაკრუსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით – 3:1 გაიმარჯვა.
უკანასკნელი გოლი კი „გვადალახარას“ მეკარემ გაიტანა, რომელმაც საკუთარი საჯარიმოდან უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარი აიღო.
ხოსე როდრიგესის უჩვეულო დარტყმის დროს „ვერაკრუსის“ მეკარე საკუთარი კარიდან შორს იმყოფებოდა და ბურთი ვერ მოიგერია.