თელავივში ძიუდოს ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მე-3 დღე მიმდინარეობს.
+100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა მეორე შეხვედრაც მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
მეოთხედფინალში ქართველ ძიუდოისტს უკრაინელი ოლეკსანდრ ბორდეენკო დაუპირირსპირდა. გურამ თუშიშვილი აქტიურობდა და მეტოქეს გაფრთხილება მიაღებინა, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთამდე ილეთი ვერც ერთმა ძიუდოისტმა ვერ გააკეთა. შეხვედრის მიწურულს თუშიშვილმა უკრაინელი შესანიშნავ ილეთზე წამოაგო და გამარჯვების მომტანი ვაზარი მოიპოვა.
ნახევარფინალში იგი რუს ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდება.