არნემის “ვიტესმა” საკუთარ ვებგვერდზე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰენკ ფრეიზერის გადაყენების შესახებ დაწერა. ეს სპეციალისტი უახლოეს პერიოდში როტერდამის “სპარტას” ჩაუდგება სათავეში. რაც შეეხება გურამ კაშიას გუნდ0ს, იქ სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელი ედვარდ სტეირინგი იქნება.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონის შემდეგ, “ვიტესს” სათავეში რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკი ჩაუდგება, რომელმაც ჰოლანდიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემულ კლუბს მეშვიდე ადგილი უკავია. ფრეიზერი “ვიტესში” 2016 წლიდან მუშაობდა და შარშან ჰოლანდიის თასი მოიგო.