გურამ კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს მიუახლოვდა - სლოვაკებმა ლაშა დვალის აპოელ-ი დაამარცხეს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა დვალის აპოელ-ისა და გურამ კაშიას „სლოვანის“ დაპირისპირება ფრედ დასრულდა და სლოვაკეთის ჩემპიონი პლეიოფში გავიდა.
პირველი შეხვედრა ბრატისლავაში ვლადიმირ ვაისის გუნდმა 2:0 მოიგო და საპასუხო მატჩამდე, რომელიც ნიქოზიაში გაიმართა, კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.
ორივე ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მე-80 წუთზე კვიპროსის ჩემპიონის ნახევარმცველმა, რადოსლავ პეტროვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და აპოელ-ი უმცირესობაში დარჩა, რამაც „სლოვანს“ მიზნის მიღწევა გაუმარტივა.
საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში გურამ კაშიას „სლოვანმა“ 2:0 (2:0, 0:0) მოიგო და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშია, ხოლო დვალის აპოელ-ი ევროპის ლიგის პლეიოფში გადაინაცვლებს.