გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „რუჟომბეროკს“ გოლი გაუტანა #1TVSPORT
გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „რუჟომბეროკს“ გოლი გაუტანა #1TVSPORT

სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში გოლის გატანა ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მოახერხა.

საჩემპიონო ჯგუფში ბრატისლავის „სლოვანმა“ „რუჟომბეროკი“ 5:1 დაამარცხა. გურამ კაშიამ 81 წუთი ითამაშა, ჯაბა კანკავა კი განაცხადში არ იყო.

„სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მოიპოვა და ბოლო მატჩში გულშემატკივრებს უხვგოლიანი თამაში აჩვენა. ანგარიში 21-ე წუთზე კაშიამ გახსნა, რომლისთვისაც ეს სეზონში მეორე გოლი იყო.

სეზონი ასევე გოლით დაასრულა ლევან ნონიკაშვილმა, რომელიც „ზლატე მორავცეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო „ტრენჩინთან“ საშინაო შეხვედრაში და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2. ქართველმა ნახევარმცველმა თავი 65-ე წუთზე გამოიჩინა. მისმა გუნდმა სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულა და ლიგიდან გავარდა.

თორნიკე ძოწენძის „მიხალოვცე“ ბოლო ტურში კონკურენტ „კოშიცეს“ ესტუმრა. ამ მატჩში წყდებოდა, ლიგაში რომელი გუნდი დარჩებოდა. „მიხალოვცე“ 0:2 დამარცხდა და პლეი აუტის ორმატჩიან რაუნდში პირველი ლიგის მეორეადგილოსანს, „პეტრჟალკას“ შეხვდება.